ტრიუმფალური თაღი


    იქ სადაც ელისეის მინდვრები მაღლდება, შორს შაიოს ბორცვზე  მდებარეობს დიდი მოედანი ,რომელსაც შარლ დე გოლის ვარსკვლავი ჰქვია. ამ მოედნიდან სხiვებივით გაედინება
       ქალაქის 12 მთავარი არტერია. მოედნის შუაგულში აღმართულია ბუმბერაზი და უმშვენიერესი ტრიუმფალური თაღი.




             მისი მშენებლობა, ნაპოლეონის ბრძანებით, 1806 წელს დაიწყო ჟ.ფ. შალიგრენმა და დამთავრდა 1836 წელს. ეს დიდებული თაღი ნაპოლეონმა თავის ძლიერ არმიას მიუძღვნა.
     თაღს ერთი ოვალური გასასვლელი აქვს. იგი ზომებით აღემატება კონსტანტინეს თაღსაც კი, რომელიც რომში მდებარეობს. თაღის სიმაღლე 50 მ-ია, სიგანე კი-40მ. თაღს ამშვენებს უზარმაზარი ბარელიეფები, რომელთაგან ყველაზე ცნობილი და მართლაც მშვენიერი მარჯვენა მხარისაა. ისინი შექმნა ფრანსუა რიუდამ. ბარელიეფის ზედა ნაწილში ნაპოლეონის მთავარი გამარჯვებებია გამოსახული. სკულპტურულ ფარებზე კი ამოტვიფრულია დიდი ბრძოლების სახელწოდებები.








1920 წელს თაღის ქვეშ გაკეთდა უცნობი    ჯარისკაცის  საფლავი, სადაც მარადიული ცეცხლი ანთია. თაღის  შიგნით გამოყოფილია ადგილი, მცირე მუზეუმისათვის,სადაც დაინტერესებული ადამიანი გაეცნობა ამ ისტორიული ძეგლის შექმნის ისტორიას, ამოიკითხავს 558 გამოჩენილი გენერლის გვარს,რომელთაგან ომში დაღუპულების გვარები საგანგებოდ გახაზულია.











                                                                       













   

No comments:

Post a Comment