Thursday, January 24, 2013
სორბონის კოლეჯი
სორბონის კოლეჯი ( ფრანგ. Collège de Sorbonne) დაფუძნდა 1257 წელს საფრანგეთის მეფე ლუი IX-ის პირადი მოძღვრის რობერ დე სორბონის (1201-1274) მიერ, ვის სახელსაც ის დღემდე ატარებს. იგივე სახელს ატარებს მისი მთავარი კამპუსი პარიზში, სადაც ამჟამად რამდენიმე უნივერსიტეტია (ყოფილი პარიზის უნივერსიტეტის შთამომავლები) პარიზის რექტორატთან ერთად.
თავდაპირველად ის შეიქმნა 20 თეოლოგი სტუდენტისთვის. მან სწრაფაც მოიხვეჭა განათლების ცენტრის რეპუტაცია და მე-13 საუკუნისთვის მასში უკვე 20.000-მდე უცხოელი სტუდენტი სწავლობდა, რამაც პარიზი დასავლური სამყაროს ცოდნის დედაქალაქი გახადა. დღემდე უცხოელი სტუდენტები ქმნიან უნივერსიტეტის კამპუსის მნიშვნელოვან ნაწილს.
სორბონი მალევე საფრანგეთის უმნიშვნელოვანესი თეოლოგიური ინსტიტუტი გახდა. 1622-1626 წლებში კარდინალმა რიშელიემ განაახლა სორბონა და უნივერსიტეტის თანამადროვე შენობები ამ პერიოდის არქიტექტურას განეკუთვნება. კარდინალის პატივსაცემად 1637 წელს სორბონის სამლოცველო იქნა დამატებული. რიშელიეს გარდაცვალების შემდეგ 1642 მისი ცხედარი სამლოცველოს ძვალთსაცავში იქნა დასვენებული.
ფაკულტეტის ეკლესიასთან ახლო კავშირმა საფრანგეთის რევოლუციის დროს მისი დახურვა განაპირობა, თუმცა 1808 წელს ნაპოლეონის ბრძანებით მან განაახლა მუშაობა, როგორც პარიზის უნივერსიტეტის ნაწილმა. 1885 წლამდე სორბონი უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტსა და პარიზის აკადემიას მოიცავდა. მე-19 საუკუნის ბოლოს სორბონი მთლიანად გაემიჯნა რელიგიას.
ვერსალი
პარიზის
სამხრეთ-დასავლეთით,
გარეუბანში
მდებარეობს.
სასახლის
აგების
პერიოდში
ვერსალი
პატარა
სოფელი
იყო.
1624 წელს
ლუდოვიკო
XIII-მ
ბრძანა,
რომ
იქ
პატარა
სამონადირეო
სასახლე
აეშენებინათ
რომელიც
შემდგომ
ლუდოვიკო
XIV-მ
გააფართოვა.
დიდი და მაშტაბური
სამუშაოების
შემდეგ,
რომელთაც
ხელმძღვანელობდნენ
ისეთი
არქიტექტობები
როგორებიც
იყვნენ
: ლევო,
არდუენ-მანსარი
და
ლემოტრი-
სასახლემ
დასრულებული
სახე
1690 წელს
მიიღო.
1682-წელს
სამეფო
რეზიდენცია
ვერსალში
გადავიდა.
1682-1789 წლები
– ვერსალისათვის
გაბრწყინებისა
და
აღმასვლის
პერიოდი
იყო.
მას
შემდეგ
რაც
პარიზის
მოვაჭრეები
მეფეს
სასახლეში
მიუცვივდნენ,
ლუდოვიკო
XVI-ოჯახთან
ერთად
პარიზში
დაბრუნდა.
მიტოვებული
ვერსალი
იძარცვებოდა,
იკარგებოდა
ხელოვნების
ძვირფასი
ნიმუშები.
1837 წელს
ლუი
ფილიპმა
სასახლეს
რესტავრაცია
გაუკეთა
და
მასში
საფრანგეთის
ისტორიის
მუზეუმი
განათავსა.
1870 წელს
სასახლე
გერმანელებმა
დაიკავეს.
1919 წელს
ხელი
მოეწერა
სამშვიდობო
შეთანხმებას
გერმანიასთან
და
ვერსალი
ისევ
ფრანგების
გახდა.
ვერსალის
სასახლე
სამი
ეზოსაგან
შედგება.
პირველი-მინისტრების
ეზო,
სადაც
დგას
ლუდოვიკო
XIV-ს
ცხენზე
ამხედრებული
ქანდაკება.
მეორე-მეფის
ეზო,
მესამე-მარმარილოს
ეზო.
მეფის
ეზოდან
გაბრიელის
ანუ
ლუდოვიკო-XV-ს ფრთით
შეიძლება
მოხვდე
სასახლის
შიგნით,
სადაც
განთავსებულია
საფრანგეთის
ისტორიის
მუზეუმი.
მუზეუმის
11 დარბაზი
ასახავს
ლუდოვიკო-XIII
-ს
და
ლუდოვიკო-XIV-ს მეფობის
ხანას.
დედოფლის მოსასვენებელი დარბაზი მნიშვნელოვანია
მე-2
სართულზე
განთავსებული
კაპელა,
რომელიც
აშენდა
არდუენა-მანსარას
პროექტით
1698-1710 წელს.
აქვეა
6 დარბაზი
სამეფო
მოსვენებისთვის.
ყველაზე
ლამაზი
და
მიმზიდველი
სარკეებიანი
გალერეაა,
რომელიც
არდუენა-მანსარას
შედევრია. გალერეას დიდებულებას განაპირობებს 17 დიდი ფანჯარა
რომელიც
პარკისკენ
იყურება
და
საპირისპირო
კედელზე
სარკეებში
აირეკლება.
იქმნება
შთაბეჭდილება
თითქოს
ბაღების
სიმწვანე
და
სილამაზე
სასახლის
ინტერიერში
შემოდის.
.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს აქვს 130 მეტრი სიგრძე, 50 მეტრი სიგანე და 34 მეტრი სიმაღლე. იგი ხუთნავიანი კათედრალური ტაძარია; მთავარი ნავის კვადრატული უჯრდებით, მასიური სვეტებით და მძიმე კედლებით ჯერ კიდევ რომანულ სტილზეა ჩაფიქრებული; აქვს 37 კაპელა-ეკვდერი და მდიდრულად მოჩუქურთმებული პატრონიკე. დიდებულ ფასადს ამშვენებს სამი შიგნით შეღრმავებული ისრულკამარიანი მთავარკარი, ზემოთ - ოცდარვა სამეფო წალოს - ნიშის მოქარგული და დაკბილული არშია; მის ზემოთ შუაში დატანებულია უზარმაზარი მრგვალი სარკმელი - ვარდული, მარცხნივ და მარჯვნივ ორი სარკმელია; კიდევ უფრო მაღლა, სარკმლების თავზე, არის მაღალი და ნარნარი, სამყურას ფორმის ჩუქურთმებით მორთული კამაროვანი გალერეა, რომლის წვრილ და ფაქიზ სვეტებზე დამყარებულია მძიმე ბაქანი; ბოლოს, ამ ბაქანზე აღმართულია და მთელ ფასადს აგვირგვინებს ორი დაუმთავრებელი, მაღალი, მასიური კოშკი (68 მ). ამ ორ კოშკს შორის დატოვებული სივრცე კიდევ უფრო დიდ შტაბეჭდილებას ახდენს. ხოლო მათ შორის უკან შუაჯვარედინზე აღმართული მოჩანს წვრილი შპილი (წვეტი). პატრონიკე და სიგრძივი ნავი ერთ მთლიანობად არის შეკრული და განივი ნავიც კი ეკლესიის შინამოში არის შეტანილი. ამით ტაძრის შიგნით სივრცე ერთიანი ხდება. ეკვდერები კედლის ბურჯ გოდლედებს (კონტრფორსებს) შორის ხუთნავიან სიგრძივ ნავთან და პატრონიკესთან ერთად ერთ მთლიან მონუმენტს ქმნის. თაღის სივრცის სიმაღლე აღწევს 32.5 მეტრს.
გარდა ამისა, ეს დიადი ქმნილება თვალს აჯადოებს თავისი ურიცხვი ქანდაკებებით, ნაძერწი და ჭედური ჩუქურთმიანი დეტალებით. ყოველივე ერთად შეერთებული კი ქმნის მშვენიერ ანსამბლს.
ლუვრის მუზეუმი -უდიდესი და ყველაზე განთქმული მუზეუმია მსოფლიოში, ყოფილი სამეფო სასახლე,პარიზის ცენტრში მდებარეობს, მდ.სენასა და რუ-დე-რივოლის შორის. მისი მთავარი მოედანი, რომელზეც ამჟამადლუვრის პირამიდაა აღმართული, ერთ ხაზზეა შანზ-ელიზეს გასწვრივ და ამგვარად ქმნის ისტორიულ მონაკვეთს , რომელზეც პარიზის მრავალი ისტორიული მონუმენტია განლაგებული. ლუვრის სამეფო სასახლის ნაწილი საზოგადოებისთვის პირველად გაიხსნა 1793 წლის 8 ნოემბერს, საფრანგეთის რევოლუციის დროს.
რევოლუციის შემდეგ
ნაპოლეონის
და
ნაპოლეონ
III-ის
პერიოდში
გაგრძელდა
სამშენებლო
სამუშაოები. ამ დროისთვის
ლუვრში
უკვე
ინახებოდა
რამდენიმე
მეფის
მიერ
შეგროვილ
ხელოვნების
საუკეთესო
ნიმუშები. 1793 წლის 10 აგვისტოს იგი პირველად გაიხსნა როგორც მუზეუმი. ლუვრის გამდიდრება ყველაზე მეტად
ნაპოლეონმა
შესძლო.
იგი
დამარცხებულ
ქვეყნებს
საუკეთესო
ხელოვნების
ნიმუშებს
ართმევდა
ხარკად
და
საკუთარ
სამშობლოში
მოჰქონდა.
ეიფელის კოშკი— ლითონის კონსტრუქცია შამ-დე-მარსზე, სენასთან,პარიზში.ეს პარიზის ყველაზე მაღალი სტრუქტურა და საფრანგეთის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა. სახელი დაერქვა პროექტის ავტორის ინჯინერ გუსტავ ეიფელის პატივსაცემად და ის ქალაქის ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა,რომელსაც წელიწადში 5,5 მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავს. კოშკის სიმაღლე 300 მეტრია, რაც დაახლოებით 75 სართულს უდრის.აშენების დროს, 1889 წელს, ეიფელის კოშკი ყველაზე მაღალი სტრუქტურა იყო მსოფლიოში. ამჟამად ეიფელის კოშკი საფრანგეთში სიმაღლით მეორე სტრუქტურაა.
კოშკის
ლითონის
სტრუქტურა
7.300 ტონას
იწონის,
მისი
საერთო
წონა
კი
10.100 ტონაა.
ზედა
პლატფორმაზე
ასასვლელი
საფეხურების
რაოდენობა
იცვლებოდა
კოშკის
ისტორიის
განმავლობაში,
რამდენიმე
რენოვაციის
შედეგად:
აშენების
მომენტში1889
წელს
1710 საფეხური
ადიოდა
სამიტის
პლატფორმაზე
300.65 მ
ნიშნულზე;
1980 წლის
რენოვაციის
შემდეგ
საფეხურების
რაოდენობა
1920-მდე
გაიზარდა;
ამჟამად
1665 საფეხუია,
თუმცა
ზედა
პლატფორმაზე
საფეხურებით
ასვლა
შეუძლებელია
და
დამთვალიერებლებს
მხოლოდ
ლიფტების
გამოყენება
შეუძლიათ.
იქ სადაც
ელისეის
მინდვრები
მაღლდება,
შორს
შაიოს
ბორცვზე მდებარეობს დიდი მოედანი ,რომელსაც შარლ დე გოლის ვარსკვლავი ჰქვია. ამ მოედნიდან სხiვებივით გაედინება ქალაქის
12 მთავარი
არტერია.
მოედნის
შუაგულში
აღმართულია
ბუმბერაზი
და
უმშვენიერესი
ტრიუმფალური
თაღი.
მისი მშენებლობა, ნაპოლეონის ბრძანებით, 1806 წელს დაიწყო ჟ.ფ. შალიგრენმა და დამთავრდა 1836 წელს. ეს დიდებული თაღი ნაპოლეონმა თავის ძლიერ არმიას მიუძღვნა.
თაღს ერთი ოვალური გასასვლელი აქვს. იგი ზომებით აღემატება კონსტანტინეს თაღსაც კი, რომელიც რომში მდებარეობს. თაღის სიმაღლე 50 მ-ია, სიგანე კი-40მ. თაღს ამშვენებს უზარმაზარი ბარელიეფები, რომელთაგან ყველაზე ცნობილი და მართლაც მშვენიერი მარჯვენა მხარისაა. ისინი შექმნა ფრანსუა რიუდამ. ბარელიეფის ზედა ნაწილში ნაპოლეონის მთავარი გამარჯვებებია გამოსახული. სკულპტურულ ფარებზე კი ამოტვიფრულია დიდი ბრძოლების სახელწოდებები.
1920 წელს თაღის ქვეშ გაკეთდა უცნობი ჯარისკაცის საფლავი, სადაც მარადიული ცეცხლი ანთია. თაღის შიგნით გამოყოფილია ადგილი, მცირე მუზეუმისათვის,სადაც დაინტერესებული ადამიანი გაეცნობა ამ ისტორიული ძეგლის შექმნის ისტორიას, ამოიკითხავს 558 გამოჩენილი გენერლის გვარს,რომელთაგან ომში დაღუპულების გვარები საგანგებოდ გახაზულია.
Subscribe to:
Posts (Atom)