საფრანგეთის ღირსშესანიშნაობები
Thursday, January 24, 2013
სორბონის კოლეჯი
სორბონის კოლეჯი ( ფრანგ. Collège de Sorbonne) დაფუძნდა 1257 წელს საფრანგეთის მეფე ლუი IX-ის პირადი მოძღვრის რობერ დე სორბონის (1201-1274) მიერ, ვის სახელსაც ის დღემდე ატარებს. იგივე სახელს ატარებს მისი მთავარი კამპუსი პარიზში, სადაც ამჟამად რამდენიმე უნივერსიტეტია (ყოფილი პარიზის უნივერსიტეტის შთამომავლები) პარიზის რექტორატთან ერთად.
თავდაპირველად ის შეიქმნა 20 თეოლოგი სტუდენტისთვის. მან სწრაფაც მოიხვეჭა განათლების ცენტრის რეპუტაცია და მე-13 საუკუნისთვის მასში უკვე 20.000-მდე უცხოელი სტუდენტი სწავლობდა, რამაც პარიზი დასავლური სამყაროს ცოდნის დედაქალაქი გახადა. დღემდე უცხოელი სტუდენტები ქმნიან უნივერსიტეტის კამპუსის მნიშვნელოვან ნაწილს.
სორბონი მალევე საფრანგეთის უმნიშვნელოვანესი თეოლოგიური ინსტიტუტი გახდა. 1622-1626 წლებში კარდინალმა რიშელიემ განაახლა სორბონა და უნივერსიტეტის თანამადროვე შენობები ამ პერიოდის არქიტექტურას განეკუთვნება. კარდინალის პატივსაცემად 1637 წელს სორბონის სამლოცველო იქნა დამატებული. რიშელიეს გარდაცვალების შემდეგ 1642 მისი ცხედარი სამლოცველოს ძვალთსაცავში იქნა დასვენებული.
ფაკულტეტის ეკლესიასთან ახლო კავშირმა საფრანგეთის რევოლუციის დროს მისი დახურვა განაპირობა, თუმცა 1808 წელს ნაპოლეონის ბრძანებით მან განაახლა მუშაობა, როგორც პარიზის უნივერსიტეტის ნაწილმა. 1885 წლამდე სორბონი უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტსა და პარიზის აკადემიას მოიცავდა. მე-19 საუკუნის ბოლოს სორბონი მთლიანად გაემიჯნა რელიგიას.
ვერსალი
პარიზის
სამხრეთ-დასავლეთით,
გარეუბანში
მდებარეობს.
სასახლის
აგების
პერიოდში
ვერსალი
პატარა
სოფელი
იყო.
1624 წელს
ლუდოვიკო
XIII-მ
ბრძანა,
რომ
იქ
პატარა
სამონადირეო
სასახლე
აეშენებინათ
რომელიც
შემდგომ
ლუდოვიკო
XIV-მ
გააფართოვა.
დიდი და მაშტაბური
სამუშაოების
შემდეგ,
რომელთაც
ხელმძღვანელობდნენ
ისეთი
არქიტექტობები
როგორებიც
იყვნენ
: ლევო,
არდუენ-მანსარი
და
ლემოტრი-
სასახლემ
დასრულებული
სახე
1690 წელს
მიიღო.
1682-წელს
სამეფო
რეზიდენცია
ვერსალში
გადავიდა.
1682-1789 წლები
– ვერსალისათვის
გაბრწყინებისა
და
აღმასვლის
პერიოდი
იყო.
მას
შემდეგ
რაც
პარიზის
მოვაჭრეები
მეფეს
სასახლეში
მიუცვივდნენ,
ლუდოვიკო
XVI-ოჯახთან
ერთად
პარიზში
დაბრუნდა.
მიტოვებული
ვერსალი
იძარცვებოდა,
იკარგებოდა
ხელოვნების
ძვირფასი
ნიმუშები.
1837 წელს
ლუი
ფილიპმა
სასახლეს
რესტავრაცია
გაუკეთა
და
მასში
საფრანგეთის
ისტორიის
მუზეუმი
განათავსა.
1870 წელს
სასახლე
გერმანელებმა
დაიკავეს.
1919 წელს
ხელი
მოეწერა
სამშვიდობო
შეთანხმებას
გერმანიასთან
და
ვერსალი
ისევ
ფრანგების
გახდა.
ვერსალის
სასახლე
სამი
ეზოსაგან
შედგება.
პირველი-მინისტრების
ეზო,
სადაც
დგას
ლუდოვიკო
XIV-ს
ცხენზე
ამხედრებული
ქანდაკება.
მეორე-მეფის
ეზო,
მესამე-მარმარილოს
ეზო.
მეფის
ეზოდან
გაბრიელის
ანუ
ლუდოვიკო-XV-ს ფრთით
შეიძლება
მოხვდე
სასახლის
შიგნით,
სადაც
განთავსებულია
საფრანგეთის
ისტორიის
მუზეუმი.
მუზეუმის
11 დარბაზი
ასახავს
ლუდოვიკო-XIII
-ს
და
ლუდოვიკო-XIV-ს მეფობის
ხანას.
დედოფლის მოსასვენებელი დარბაზი მნიშვნელოვანია
მე-2
სართულზე
განთავსებული
კაპელა,
რომელიც
აშენდა
არდუენა-მანსარას
პროექტით
1698-1710 წელს.
აქვეა
6 დარბაზი
სამეფო
მოსვენებისთვის.
ყველაზე
ლამაზი
და
მიმზიდველი
სარკეებიანი
გალერეაა,
რომელიც
არდუენა-მანსარას
შედევრია. გალერეას დიდებულებას განაპირობებს 17 დიდი ფანჯარა
რომელიც
პარკისკენ
იყურება
და
საპირისპირო
კედელზე
სარკეებში
აირეკლება.
იქმნება
შთაბეჭდილება
თითქოს
ბაღების
სიმწვანე
და
სილამაზე
სასახლის
ინტერიერში
შემოდის.
Subscribe to:
Posts (Atom)